ფეხბურთი

18:41 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღით კლოპის დაბრუნება "დორტმუნდში": "ჩემი ყოფილი სამივე კლუბი შვილივით მიყვარს"

დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ლუკაშ პიშჩეკის და იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გერმანული გუნდის ვეტერანებმა მიიღეს.

ერთი მატჩით „დორტმუნდის“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპიც დაბრუნდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეს არის მთელი ცხოვრების ოცნება, მინდოდა ისევ განმეორებულიყო. სულ რამდენიმე თვის წინ ლივერპულში ძალიან ემოციური დამშვიდობება მქონდა, იგივე განცდები დღესაც ვიგრძენი. როცა სამი შვილი გყავს, ყველა ერთნაირად გიყვარს და იგივე ეხება ჩემს სამ კლუბს. რას ვაკეთებ დღეს? ვმუშაობ, მაგრამ უფრო ნაკლებს, ვიდრე ადრე. ისე არაა, რომ ყოველთვის უსაქმოდ ვიყო, ხან რაღაცაც ვაკეთებ, ხან - არა, არაფერი მაკლია“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „დორტმუნდში“ 2008-2015 წლებში მუშაობდა.

0.114186