უეფას ერთა ლიგა საქართველოს ნაკრების „ტურნირია“. 2018 წელს შექმნილ შეჯიბრში საქართველოს ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული.
ჩვენმა გუნდმა გამოსვლა D დივიზიონიდან დაიწყო, ახლა უკვე B დივიზიონშია. რაც მთავარია, ორჯერ მოიგო თავისი დივიზიონი (D და C), რის გამოც, ორჯერ მიეცა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი, საიდანაც პირველი ვერ გამოიყენა, მეორე - კი.
თუმცა, ეს ყოველივე გვერდზე რომ გადავდოთ, მხოლოდ სტატისტიკითაც, საქართველო ერთა ლიგაზე საუკეთესო ნაკრებია.
სატურნირო ცხრილი, რომელიც სიმბოლურია და მხოლოდ ციფრებს ასახავს, შედეგობრივად არაფერზე ისახება, მაინც სასიამოვნოა, რომ ჩახედავ და პირველ ადგილზე საქართველოა, არა ესპანეთი, საფრანგეთი ან ინგლისი, არამედ საქართველო.
ერთა ლიგის ყველა დროის სატურნირო ცხრილი:
1. საქართველო - 19 მატჩი, 12 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება, 42 ქულა
2-3. პორტუგალია - 19 მატჩი, 12 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება, 40 ქულა
2-3. ნიდერლანდები - 21 მატჩი, 12 მატჩი, 4 ფრე, 5 წაგება, 40 ქულა
4. საბერძნეთი - 19 მატჩი, 12 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, 39 ქულა
5-6. ბელგია - 19 მატჩი, 12 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 37 ქულა
5-6. იტალია - 21 მატჩი, 10 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება, 37 ქულა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.