საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წინსვლა უნდა გააგრძელოთ, თუ დასახული მიზნის მიღწევა სურთ.
„ძალიან გახარებულები ვართ, პირველ რიგში, რომ თბილისში დავბრუნდით და ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება სრულიად ეკუთვნის ქართველ გულშემატკივარს. გასახდელში უკვე ვიზეიმეთ, მაგრამ ვიცით, რომ ორ დღეში თამაში გვაქვს, ყოველდღიურად უნდა მოვუმატოთ და შედეგის მისაღწევად წინ უნდა ვიაროთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.