ფეხბურთი

16:25 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ფიფას და უეფას ფულის ხმა უფრო ესმით, ვიდრე ფეხბურთელების"

„მანჩესტერ სიტის“ და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, უეფასა და ფიფასთვის მთავარი ფულია და ფეხბურთელებზე ისინი არ ფიქრობენ.

„პრობლემა აშკარა გახდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ. ვიცით, რომ ამ ჩემპიონატის ფინალიდან სამ კვირაში პრემიერლიგა დაიწყება და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 20 დღე გვექნება ენერგიის აღსადგენად და სეზონისთვის მოსამზადებლად, რომელშიც 80 მატჩი უნდა ჩავატაროთ.

მომავალი წლიდან სიტუაცია უფრო პრობლემური გახდება. ინგლისში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ცდილობდა გამოსავალი ეპოვა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უეფა და ფიფა განაგრძობენ მატჩების დამატებას და ჩვენ შეშფოთების გამოხატვის გარდა, არაფრის გაკეთება შეგვიძლია. როგორც ჩანს, ფულის ხმა უფრო ისმის, ვიდრე ფეხბურთელების ხმა“, - თქვა დე ბრუინმა.

0.116134