საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
ჩეხეთი (3-4-2-1): კოვარი; ზიმა, ჰრანაჩი, კრეიჩი; ცოუფალი, სოუჩეკი, კრალი, რინეში; პროვოდი, ჩვანჩარა; შიკი
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.