ფეხბურთი

15:31 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრებიდან გააცილეს

ლუის სუარესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ურუგვაის ნაკრებში ბოლო მატჩი პარაგვაის წინააღმდეგ (0:0) ჩაატარა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.

სუარესი საზეიმოდ გააცილეს, სტადიონზე უჩვენეს ლიონელ მესის სპეციალური მიმართვაც, რომელმაც თავის მეგობარს მიმართა.

სუარესი ურუგვაის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და 143 მატჩში 69 გოლი გაიტანა. ის „სელესტეს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

0.116785