„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი ისევ აქტუალურია. ამჯერად, ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა გამოცემა La Repubblica-მ, რომელიც იტყობინება, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან.
წყაროს თანახმად, კვარა კონტრაქტს ორი წლით 2029 წლამდე განაახლებს და სეზონში მისი ხელფასი 5.5 ან 6 მილიონ ევროს გაუტოლდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულება ამჟამად ძალაში 2027 წლამდეა და მისი ხელფასი მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.