ფეხბურთი

15:27 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერგვაინი: "კუმანის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში აღარ მსურს"

სტივენ ბერგვაინმა, რომელიც საუდის არაბეთში გადასვლის გამო რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ნაკრებიდან მოკვეთა, კომენტარი გააკეთა.

მან მწვრთნელს უპასუხა და აღნიშნა, რომ კუმანის ხელმძღვანელობით თამაში არ სურს.

„ყოველთვის პატივი იყო ნიდერლანდების ნაკრებში თამაში, მაგრამ ამ მწვრთნელთან ამის გაკეთება აღარ მინდა. დავასრულე ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მიზანმიმართულად მედიის წინაშე ჩემზე საუბრობენ.

ფინანსური თვალსაზრისით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, არ მოვიტყუები, თუმცა, საინტერესოა სპორტული თვალსაზრისითაც. ვითამაშებ ბენზემასთან, კანტესთან, ფაბინიოსთან, დიაბისთან, პერეირასტან ერთად, აღფრთოვანებული ვარ, რომ მათი თანაგუნდელი გავხდი“, - თქვა ბერგვაინმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რონალდ კუმანმა ბერგვაინის შესახებ თქვა: „სტვენი 26 წლის ასაკში არაბეთში წავიდა, მას აღარ აქვს სპორტული ამბიცია და ნაკრების კარი მისთვის დახურულია“.

0.143981