კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიულ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამ ნიშნულს, ერთა ლიგაზე ხორვატიის წინააღმდეგ გატანილი გოლით მიაღწია.
რონალდუმ „და ლუჟის“ სტადიონზე 34-ე წუთზე დაამწუხრა მეტოქე და კონკრეტულად ეროვნულ ნაკრებში თავი 131-ედ გამოიჩინა. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანი კარიერაში 1000 გოლის გატანაა.
კრიშტიანუ რონალდუს გოლების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
450 გოლი - „რეალი“
145 გოლი - „მანჩესტერი“
131 გოლი - პორტუგალიის ნაკრები
101 გოლი - „იუვენტუსი“
68 გოლი - „ალ-ნასრი“
5 გოლი - „სპორტინგი“