ძიუდო

18:22 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ლოლაძემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

57 კგ წონით კატეგორიაში ლოლაძემ იტალიელი ჯულია კარნა, უნგრელი ჰანა შაში, ესპანელი ადრიანა საესი და ფრანგი ალია დე კარვალიო დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან მარცხი განიცადა და მეორე ადგილი დაიკავა.

დღეს, ასევე იასპარეზეს თორნიკე მოსიაშვილმა, ჯულიეტა როდონაიამ და თენგიზ ხიდაშელმა, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

საქართველოს ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ არაერთი ძიუდოისტით გამოვა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში იასპარეზებენ გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი, ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი, საბა ქარდავა, თამაზ კობერიძე, შოთიკო გოჩიაშვილი, ნინო გულბანი, ემანუელა გელაშვილი, ლიზი ქვარცხავა და ნინო პაპიძე.

0.109334