ფეხბურთი

17:55 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა

„ლიონმა“ „მარსელიდან“ გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა და „ლიონში“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯორდან ვერეტუს კარიერის განმავლობაში „ნანტში“, „ასტონ ვილაში“, „სენტ-ეტიენში“, „ფიორენტინაში“, „რომასა“ და „მარსელში“ უთამაშია, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.108031