ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ უარყო ინფორმაცია გარემარბ ანტონის „ფენერბაჰჩეში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, რომელიც მანამდე არაერთ თურქულ მედიაში გამოჩნდა.
ანტონი სრულად არის კონცენტრირებული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიმდინარე პროექტზე. ბრაზილიელის ახლო წრეში ასევე აცხადებენ, რომ ფეხბურთელი არც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს კლუბის დატოვებას.