პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე R9 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლაში იასპარეზა ლადო ჭინჭარაულმა. მან 622.4 ქულა დააგროვა რვა საუკეთესო პარასპორტსმენს შორის მოხვდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალი დღეს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი სწორედ R9 კატეგორიაში გახდა.