ფეხბურთი

10:20 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ხელფასი ბონუსებით გაუტოლდება იმას, რასაც ლუკაკუ იღებს"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდის და ბონუსებით ის გაუტოლდება რომელუ ლუკაკუს ხელფასს.

„ამ ზაფხულს მას პსჟ-გან შეთავაზება ჰქონდა, შემდეგ კი, ანტონიო კონტემ იზრუნა იმაზე, რომ „ნაპოლიში“ დარჩენილიყო, მან კლუბს ამასთან დაკავშირებით პოზიცია ხისტად დაუფიქსირა. კვარა სეზონის სტარტზე ერთ-ერთი საუკეთესოა და იდეალურადაა ინტეგრირებული კონტეს პროექტში.

ახლა მხარეები შეხვდებიან, „ნაპოლის“ წინადადება კარგი უნდა იყოს, რომელიც ბონუსებით გაუტოლდება იმას, რასაც რომელუ ლუკაკუ იღებს, რაც გუნდში ყველაზე მაღალია. ცხადია, კონტრაქტის 2029 წლამდე განახლების და გამოსყიდვის პუნქტის ჩართვით“, - თქვა უგოლინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და 92 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 22-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. მას იტალიურ კლუბთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.064935