კალათბურთი

18:52 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიკობ პულენი “სევილიაში” გადავიდა

ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა ესპანურ კლუბ “სევილიასთან” ხელი მოაწერა. ამის შესახებ პორტალი eurobasket.com იუწყება. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჯეიკობი ამ ზაფხულს, აგვისტოში, “ბარსელონადან” ჩინურ კლუბ “ლიაონინგ ფლაინგ ლეოპარდში” გადავიდა.

2011 წელს პულენმა კარიერა “ანგელიო ბიელაში” დაიწყო, შემდეგ თამაშობდა იერუსალიმის “ჰაპოელში”, “ბოლონიასა” და “ბარსელონაში”

ევროლიგის შარშანდელ გათამაშებაში, “ბარსელონას” შემადგენლობაში პულენმა 15 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში 5.2 ქულა და 1.8 პასი გახლდათ, ხოლო ცალკე ესპანეთის ჩემპიონატში ჯეიკობის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 6.6 ქულა და 1.4 პასი იყო.

გასახსენებელია 2012 წელი, საქართველო-ლატვიის დაპირისპირება, როცა ანგარიში 76:76 იყო, პულენმა ბოლო წამზე 3-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა.

https://www.youtube.com/watch?v=rYw7PYFbGfU

საქართველო-ლატვია; პულენის გადამწყვეტი 3-ქულიანი ბოლო წამზე


0.462437