ძიუდო

14:09 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოგების გარეშე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ასტანის გრან-პრის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა. ყაზახურ ტატამზე მძიმეწონოსანი ძმები ადამ და ვახტანგ ოქრუაშვილები გავიდნენ და ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი ადამ ოქრუაშვილი საქმეში მეორე წრიდან - მერვედფინალიდან ჩაერთო და ებრაელ ორ სასონთან დამარცხდა. ვახტანგმა კი პირველსავე წრეში წააგო ყაზახ რუსტამ აბდრაზაკოვთან.

ასტანის გრან-პრიზე საქართველოს კაცთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვიდა. გუშინ საქმეში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ამბაკო ავალიანი (81 კგ) ჩაერთნენ და საპრიზო სამეულს ვერც ისინი შეწვდნენ. საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთმა წევრმა ესტერ სტამმა (70 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვასილ მშილდაძე

0.121795