ფეხბურთი

21:59 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ოჩოა პორტუგალიურ გუნდში გადავიდა, სადაც გიორგი აბურჯანიაც თამაშობს

ვეტერანი მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიურ „ავეშ სადში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ოჩოა 2023 წლიდან იტალიურ „სალერნიტანაში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი იყო. მექსიკელს მანამდე „ამერიკაში, „ტიგრილოსში“, „სან ლუისში“, „აიაჩოში“, „მალაგაში“, „გრანადასა“ და ლიეჟის „სტანდარდში“ უთამაშია, ხოლო მექსიკის ნაკრებში 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ავეშის“ ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია იცავს, რომელიც პორტუგალიელებმა ივლისში დაიმატეს.

„ავეშ სადი“ პორტუგალიის ჩემპიონატში ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში 14 სექტემბერს, „რიუ ავეს“ უმასპინძლებს.

0.136623