ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინი, რომელიც „ალ-იტიჰადში“ გადავიდა, ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა.
როგორც კუმანმა თქვა, 26 წლის ფეხბურთელის ამბიცია სპორტი უნდა იყოს და არა ფული, რის გამოც ის საუდის არაბეთში წავიდა.
„ნაკრების კარი მისთვის დახურულია, მან იცის, რას ვფიქრობ ამის შესახებ. როდესაც 26 წლის ხარ, შენი მთავარი ამბიცია სპორტი უნდა იყოს და არა ფინანსები. თუმცა, ეს არის არჩევანი, რომელსაც ფეხბურთელები აკეთებენ“, - თქვა კუმანმა.
სტივენ ბერგვაინს ნიდერლანდების ნაკრებში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.