ფეხბურთი

16:58 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი ბავშვებს: "თუ ვინმეს აბუჩად იგდებენ, მიესალმეთ და გაუღიმეთ, შეიძლება მისი ცხოვრება შეცვალოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა ბავშვებს მიმართა და თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც მას 50 მილიონი გამომწერი ჰყავს, ძალიან კარგი მესიჯი გაგზავნა ბულინგის წინააღმდეგ.

„განსაკუთრებული მიმართვა თქვენთვის მაქვს, ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ახლახან დაიწყეთ სასწავლო წელი. თუ ხედავთ, რომ ვინმეს უჭირს მეგობრების შეძენა ან ვინმეს აბულინგებენ იმის გამო, რომ ცოტა მეგობარი ჰყავს, ან მორცხვია, ან არ არის ლამაზი, ან არ აცვია მოდური ტანსაცმელი, გთხოვთ, რომ იმოქმედოთ. შეეცადეთ მიესალმოთ ან მცირე გაუღიმოთ ამ ადამიანს, როცა მას სკოლის დერეფანში დაინახავთ. ჩვენ არ ვიცით, რას შეიძლება განიცდიდეს ეს ადამიანი სკოლის მიღმა. შენმა სიკეთემ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს სხვის ცხოვრებაში“, - დაწერა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი სამი შვილის მამაა.

0.114968