ფეხბურთი

15:39 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრმა“ „ჩელსიდან“ თავდამსხმელი შეიძინა

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა 19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის ანჯელო გაბრიელის საუდურ „ალ-ნასრში“ გადასვლის შესახებ. ინტერნეტ პორტალ

Transfermarkt-ზე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუდურმა კლუბმა ფორვარდში 23 მილიონი გადაიხადა.

„ჩვენ ვუსურვებთ ანჯელოს ყველაფერ საუკეთესოს კარიერის მომდევნო ეტაპის დაწყებამდე და მადლობას ვუხდით მას „ჩელსიში" გაწეული სამსახურისთვის", - ნათქვამია ლონდონელების პრესსამსახურის განცხადებაში.

ჩელსიმ ანჯელო 2023 წლის ზაფხულში ბრაზილიური „სანტოსიდან“ შეიძინა, რის შემდეგაც ფრანგულ „სტრასბურში“ იჯარით გაუშვეს. საფრანგეთში გამართული სეზონის განმავლობაში თავდამსხმელმა 25 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ანჯელოს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია ლონდონურ კლუბში.

0.116435