ფეხბურთი

14:49 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა თავისი კლუბით კმაყოფილია

„ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ის და კლუბის დირექტორები კმაყოფილნი არიან მოთამაშეთა არსებული შემადგენლობით და გუნდის მთავარი მწვრთნელით.

„ძალიან კმაყოფილები ვართ მწვრთნელით და შემადგენლობით, რომელიც გვყავს. ასევე ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენი აკადემია არის ჩვენი სპორტული პროექტის საფუძველი“, - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს „ბარსელონას“ პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდი“ 7:0 დაამარცხა და მაქსიმალური 12 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.115592