ფეხბურთი

14:10 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პორტუმ“ „იუვენტუსიდან“ მცველი იჯარით დაიმატა

„იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი ტიაგო ჯალო მიმდინარე სეზონს იჯარით „პორტუში“ გაატარებს. ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური იტყობინება. იჯარის ხელშეკრულება ერთწლიანია.

ჯალო „იუვენტუსს“ „ლილიდან“ გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდა. ტურინულმა გუნდმა პორტუგალიელ მცველში დაახლოებით 3,5 მილიონი ევრო გადაიხადა, მხარეებმა 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმეს სამუშაო ხელშეკრულება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მცველმა გასულ სეზონში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ტრავმის გამო დიდი დრო დაკარგა.

ტიაგო ლისაბონის „სპორტინგის“ აღზრდილია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელი იყო „მილანის“ სისტემაში, საიდანაც გადავიდა „ლილში.“

0.123282