ფეხბურთი

23:15 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრმა" ფრანგი მცველი 45 მილიონ ევროდ შეიძინა

„ალ-ნასრმა“ გერმანული „ლაიფციგიდან“ მოჰამედ სიმაკანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

საუდის არაბეთის კლუბს 24 წლის ფრანგი მცველის შეძენა 45 მილიონი ევრო დაუჯდა.

სიმაკანმა კარიერა „სტრასბურში“ დაიწყო, ხოლო „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობდა, სადაც 122 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.111243