ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში „ლევანტე“ სტუმრად „ეიბარს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე პასი მიითვალა.
მეოთხე წუთზე ქოჩორაშვილმა თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა, შემდეგ კი, დიდებული, ე.წ. პარაშუტი პასით როხერ ბრუხე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს. ვალენსიელები 79-ე წუთზე მეორედ დაწინაურდნენ, ამჯერადაც საოცარი კომბინაციის წყალობით, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ. ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში თითო გოლი და პასი აქვს აქტივში. ის ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში სამი ტურის შემდეგ 5 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 8 სექტემბერს, სტუმრად „კარტახენასთან“ გამართავს, თუმცა ქოჩორაშვილის გარეშე, რადგან გიორგი საქართველოს ნაკრებში იქნება.