ფეხბურთი

19:34 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "რთული მატჩები გველოდება, საქართველო ძლიერია"

ალბანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო და მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ძლიერია და ალბანეთი ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფშია:

„ისტორიას პატივს ვცემ, მაგრამ დანარჩენს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სან პაულუში წასვლამდე, გასულ კვირას ვნახე უკრაინის და საქართველოს მატჩები, ისინი ძლიერები არიან. ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთზე, იტალიაზე და ხორვატიაზე ძლიერები არიან, მაგრამ განსხვავებულები არიან. რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა როგორც მწვრთნელს, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის ერთი მესიჯი მაქვს: უნდა ვეცადოთ რთული მატჩის მოგება. ორი რთული თამაში გველოდება, მაგრამ ფეხბურთელებმა იციან, რომ მოედანზე უნდა გავიდნენ და მაქსიმალურად დაიხარჯონ“, - აღნიშნა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ისტორიაში ერთადერთხელ შეხვდა, 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში და დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.120957