ფეხბურთი

17:48 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა თურქულ გუნდში გადავიდეს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, სტამბოლის „გალათასარაიში“ გადავიდეს.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფინანსური დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ დი მარციო წერს, რომ საუბარია იჯარაზე.

ოსიმენმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი ვერ იპოვა, „ნაპოლის“ კი არ სჭირდება და გუნდს ჩამოაშორეს, მას გუნდთან ერთად არათუ თამაშის, არამედ, ვარჯიშის უფლებაც არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთი სიტუაციაა და როგორც ანტონიო კონტემ თქვა, ამასთან დაკავშირებით არაფრის შეცვლას აპირებს.

ევროპის უმეტეს ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თურქეთში 13 სექტემბრის ჩათვლით ღიაა, შესაბამისად, სტამბოლელებს დრო აქვთ ოსიმენის დასამატებლად. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია თურქულ მედიას დაუდასტურა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ: "დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან".

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ 2020 წლიდან 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.113258