ფეხბურთი

17:14 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურში

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურში სხვადასხვა გამოცემათა ვერსიით მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი Kicker-მა და Sky Sport Austria-მ გამოარჩიეს. ორივე გავლენიანი გამოცემაა და მათი ვერსიით სიმბოლურში მოხვედრაც საპატიოა. კიტეიშვილმა ბოლო ტურში „ტიროლის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, რითაც თავის გუნდს დაეხმარა მოგებაში (4:2), მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, ვენის „აუსტრიას“ ესტუმრება.

0.116644