ლონდონის „ჩელსის“ ნიკოლას ჯექსონთან კონტრაქტის 2033 წლამდე განახლება სურს, კონტრაქტის, რომელიც 7 წლის შემდეგ, 2031 წელს იწურება...
ამის შესახებ ინფორმაცია „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ გაავრცელა. სენეგალელი ფორვარდი „ჩელსიმ“ 2023 წელს „ვილიარეალიდან“ 37 მილიონ ევროდ შეიძინა.
ჯექსონმა დღემდე „ჩელსიში“ 47 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.