„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა Whoscored-ის ვერსიით.
გასულ თვეში ჩატარებულ სამ მატჩში ხვიჩას საშუალო შეფასება 7.97 ქულა იყო, რითაც საუკეთესო 11-ეულში ერგო ადგილი. აგვისტოში კვარამ სამ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ერთხელაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ბოლონიასთან“.
თვის სიმბოლურ ნაკრები ასეთია:
მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო, 7.71 ქულა)
მცველები: ლაუტარო ჯანეტი (უდინეზე, 7.72), სტრაჰინია პავლოვიჩი (მილანი, 7.62), საულ კოკო (ტორინო, 7.46)
ნახევარმცველები: ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი, 7.33), ქენან ილდიზი (იუვენტუსი 7.98), ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი, 7.42), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 7.97), სამუელ მბანგულა (იუვენტუსი, 7.95)
თავდამსხმელები: მარკუს ტურამი (ინტერი, 8.27), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, 7.75)
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ გამართავს.