ფეხბურთი

22:17 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში საბა გოგლიჩიძე გამოიძახა

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.

20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად, გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება სექტემბრის შეკრებაზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია).

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.

0.114862