ფეხბურთი

22:50 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი "ოფიში" სადებიუტო მატჩში (+VIDEO)

საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „ოფიმ“ სტუმრად „ვოლოსი“ 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ლევან შენგელიამ გაიტანა.

28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა „ოფის“ რიგებში და დებიუტი გოლით აღნიშნა. ლევანმა 50-ე წუთზე ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ლევანი მოედანზე მე-80 წუთამდე იყო.

მოგეხსენებათ, შენგელიამ ზაფხულში „პანეთოლიკოსი“ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ოფის“ შეუერთდა.

„ოფი“ საბერძნეთის ჩემპიონატში სამი ტურის შემდეგ 4 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, „არისს“ უმასპინძლებს.

0.118609