ჭიდაობა

10:27 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე პეტრიაშვილი აგვისტოს თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს

კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო თავისუფალ სტილით მოჭიდავედ დაასახელა.

ჭიდაობის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

„თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის, უმცროსმა ძმამ, ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული ჭიდაობა აჩვენა 92კგ წონით კატეგორიაში და პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გასულ წელს, მან მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 80კგ წონით კატეგორიაში, მაგრამ წელს ავიდა ზედა წონაში(92კგ), მოიგო ევროპის 17წლამდელთა ჩემპიონატი ნოვი სადში ივლისში და ახლა აქვს ორივე, კონტინენტური და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები. პეტრიაშვილი იასპარეზებს 20წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შემდეგ კვირას ესპანეთში, პონტევედრაში გაიმართება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132437