„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კლუბმა გიორგი ქოჩორაშვილის შენარჩუნება მოახერხა.
„მშვიდად ვარ, რადგან კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ყველა შესაძლო ტრანსფერი გაკეთდა და ძალიან დადებითად ვაფასებ. დარჩნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც პაბლო და ქოჩორაშვილი არიან. საუკეთესო და ყველა სასურველ ტრანსფერს ვერასდროს გააკეთებ, თუ ფინანსურად ძალიან ძლიერი კლუბი არ ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს, ყველა მოთამაშის გონება 100%-ით „ლევანტეზეა“ კონცენტრირებული და ეს არის ის, რაც მინდა“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ „ლევანტეს“ ლა ლიგა 2-ში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო „ეიბარს“ 2 სექტემბერს დაუპირისპირდება. გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა.