იტალიის სერია A-ს მესამე ტურში მილანის „ინტერმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა.
სიმონე ინძაგის გუნდი ძალიან სწრაფად, მესამე წუთზე დაწინაურდა ალბანელი ბერათ ჯიმსიტის ავტოგოლით, ხოლო 7 წუთის შემდეგ ნიკოლო ბარელამ სხვაობა ულამაზესი გოლით ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ორივე გოლი მარკუს ტურამის აქტივშია. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„ინტერს“ სამ ტურში 7 ქულა აქვს, ხოლო „ატალანტა“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და მხოლოდ 3 ქულა აქვს.