ფეხბურთი

21:47 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ იტალიის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ უახლოესი ორი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სპალეტის სიაში ორი დებიუტანტი მოხვდა, „ლესტერის“ მცველი კალებ ოკოლი და „ატალანტას“ ნახევარმცველი მარკო ბრეშანინი. გარდა ამისა, ნაკრებში დააბრუნა დისკვალიფიკაცია მოხდილი სანდრო ტონალი. იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ატალანტა), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი), კალებ ოკოლი (ლესტერი)

ნახევარმცველები: მარკო ბრეშანინი (ატალანტა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)

თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე 6 სექტემბერს საფრანგეთს, ხოლო 9 სექტემბერს, ისრაელს ესტუმრება.

0.116277