ფეხბურთი

20:06 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "მსაჯმა დაგვაზარალა, მაგრამ ლოჩოშვილი გასახდელში უნდა შესულიყო"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ ლუკა ლოჩოშვილზე „სასუოლოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ქართველ მცველს „პალერმოსთან“ მატჩის შემდეგ მსაჯ, ფრანჩესკო ფურნოსთან კამათის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაზეც სტროპამ კომენტარი გააკეთა:

ლუკა გულუბრყვილოდ მოიქცა. მეც მქონდა განწყობა, რომ მსაჯზე უხეშად მეპასუხა, მაგრამ ვამჯობინე პრობლემები არ შემექმნა და გასახდელში წავედი. ვწუხვარ ორი გაძევებისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებით დავზარალდით. ნებისმიერ შემთხვევაში, უარყოფით მომენტებშიც ნერვები უკეთ უნდა გავაკონტროლოთ“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა ორი თამაში ჩაატარა, ერთი შეუცვლელად და მეორე შეცვლაზე.

0.121377