ფეხბურთი

16:59 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის წილისყრა: გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" მეტოქეები გაირკვა

ევროპა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, რომელიც ზუსტად იდენტური ფორმატით ჩატარდება, როგორც ჩემპიონთა ლიგა.

ევროპა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის ორი კლუბი ითამაშებს: გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“, ასევე, ლუკა სილაგაძის და ლაშა ოდიშარიას რფს.

„ლიონს“ ევროპა ლიგაზე თამაში „აინტრახტთან“ (სახლში), „რეინჯერსთან“ (სტუმრად), „ოლიმპიაკოსთან“ (სახლში), „ფენერბაჰჩესთან“ (სტუმრად), „ლუდოგორეცთან“ (სახლში), „ყარაბაღთან“ (სტუმრად), „ბეშიქთაშთან“ (სახლში) და „ჰოფენჰაიმთან“ (სტუმრად) მოუწევს.

ლატვიური რფს „აიაქსს“ (სახლში), „აინტრახტს“ (სტუმრად), „პაოკს“ (სახლში), თელ ავივის „მაკაბის“ (სტუმრად), „გალათასარაის“ (სახლში), „დინამო კიევს“ (სტუმრად), „ანდერლეხტს“ (სახლში) და „სტიაუას“ (სტუმრად) დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგაზე 36 გუნდი ითამაშებს, გაუქმდა ჯგუფური ეტაპი, შედგება ერთიანი სატურნირო ცხრილი, ხოლო თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან, ოთხს შინ და ოთხს - სტუმრად. ერთიან სატურნირო ცხრილში მოწინავე 8 გუნდი პირდაპირ გავა მერვედფინალში, 25-36 ადგილებზე გასული გუნდები ტურნირს გამოეთიშებიან, ხოლო მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მერვედფინალის საგზურს პლეი-ოფში ორმატჩიან დუელში გაითამაშებენ. ევროპა ლიგის გათამაშება 25 სექტემბერს დაიწყება და ფინალი 21 მაისს, ბილბაოში, „სან მამესზე“ გაიმართება.

0.113979