ფეხბურთი

23:40 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა პენალტი ვერ გაიტანა, "აპოელმა" ევროპა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა (+VIDEO)

ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლაშა დვალის „აპოელი“ ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რფს“-სთან ორმატჩიან დუელში დამარცხდა.

ლატვიელებმა შინ 2:1 მოიგეს და სტუმრად 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ ნიქოზიელებმა მატჩის მიწურულს ორჯერ გაიტანეს და ძირითადი დრო 2:1 მოიგეს. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ლატვიელებმა 4:2 მოიგეს. „აპოელმა“ 4-დან მხოლოდ ორი პენალტი გაიტანა, ერთ-ერთი პენალტი კი, ზუსტად ლაშა დვალმა ვერ შეასრულა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მოგეხსენებათ, დვალმა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან შეძლო პენალტის ზუსტად დარტყმა.

რფს ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო „აპოელს“ კონფერენს ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გიორგი პაპუნაშვილის და დავით ვოლკოვის „ზირამ“ შინ 1:0 მოუგი ნიქოზიის „ომონიას“, მაგრამ სტუმრად 0:6 ჰქონდა წაგებული და ევროთასებს დაემშვიდობა. ვოლკოვმა 61-ე წუთამდე ითამაშა, პაპუნაშვილმა კი 61-ე წუთიდან.

კონფერენს ლიგის მთავარ ბადეში მოხვდა „კოპენჰაგენი“, რომელიც სტუმრად „კილმარნოკს“ დაუზავდა (1:1) და ვინაიდან შინ 2:0 მოგებული, ორი მატჩის ჯამშიც გამარჯვებული გამოვიდა. გიორგი გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო, რადგან ბრიტანეთის ვიზა ვერ მიიღო და გუნდს შოტლანდიაში ვერ გაჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112741