ფეხბურთი

15:44 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მან იცის რა უნდა გააკეთოს." „ჩელსის“ მწვრთნელმა მარესკამ სტერლინგზე ისაუბრა

„ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს, კლუბში დარჩენის შემთხვევაში სათამაშოდ ერთ წუთს ვერ მიიღებს. რაჰიმს ვესაუბრე და რჩევა მივეცი, მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს.

და ეს არ არის მხოლოდ სტერლინგი, ეს არიან ყველა, ვინც პერსპექტივაში ჩვენ სათამაშო სისტემაში ვერ ჯდებიან “, - ციტირებს მარესკას სიტყვებს ჟურნალისტი კირან გილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი).

ენცო მარესკამ ადრე თქვა, რომ სტერლინგის სტატისტიკა არ შეეფერება „ლურჯების“ ახალ ფორმირებას. მიმდინარე სეზონში „ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში ორი მატჩი ჩაატარა. პირველ ტურში „ლურჯებმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:2 წააგეს. მე-2 ტურში სტუმრად „ვულვერჰემპტონი“ 6:2 დაამარცხეს.

ამ დროისთვის ლონდონური გუნდი სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

0.664747