ფეხბურთი

23:28 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ნიდერლანდელი ნახევარმცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტადან“ ტეუნ კოპმაინერსი შეიძინა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ კი, შეთანხმებას მიაღწიეს.

კოპმპაინერსს „იუვეში“ გადასვლა ძალიან სურდა, რის გამოც ინგლისური კლუბების შეთავაზებებიც დაბლოკა, ხოლო „ატალანტაში“ ვარჯიშსაც კი უარობდა. საბოლოოდ, მან მიზანს მიაღწია და ტურინულ გრანდს შეუერთდა.

„იუვენტუსს“ ეს ტრანსფერი 52 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. კოპმაინერსმა „ბებერ ქალბატონთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 8-ნომრიანი მაისური მოირგო.

ტეუნ კოპმაინერსმა კარიერა „ალკმაარში“ დაიწყო, სადაც 154 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა, ხოლო 2021-2024 წლებში „ატალანტაში“ ჩატარებულ 129 თამაშში 29 გოლი მიითვალა.

0.115182