ფეხბურთი

21:49 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" თავდამსხმელი "ესპანიოლში" გაანათხოვრა

„ნაპოლიმ“ მაროკოელი თავდამსხმელი ვალიდ შედირა „ესპანიოლში“ გაუშვა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის ფორვარდი ესპანურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

შედირა „ნაპოლიმ“ 2023 წელს „ბარიდან“ შეიძინა, მაგრამ გასულ სეზონში „ფროზინონეში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 39 თამაშში 8 გოლი გაიტანა. პრესეზონზე ის ანტონიო კონტეს განკარგულებაში იყო, თუმცა მწვრთნელს თავი ვერ მოაწონა და ისევ გაანათხოვრეს.

0.121223