ფეხბურთი

14:04 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ინგლისელ ფორვარდს დაიმატებს

„რომას“ თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი დიდი ალბათობით, კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები გარიგების ფორმულაზე შეთანხმდნენ: „რომა“ ინგლისელის სანაცვლოდ ბელგიელ ნახევარმცველს, ალექსის სალმაკერსს მიიღებს, გარდა ამისა, 10 მილიონ ევროს.

ტამი აბრაჰამი დანიელე დე როსის გეგმებში არ შედის და „რომას“ დატოვებაც ამიტომ უწევს. ის „ჯალოროსიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 120 მატჩში 37 გოლი გაიტანა. მანამდე აბრაჰამი „ასტონ ვილას“, „სუონსი სიტის“, „ბრისტოლის“ და „ჩელსის“ წევრი იყო.

0.130888