ფეხბურთი

10:27 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა, სამწუხაროა, რომ წითელი ბარათი მიიღო"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ „პალერმოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის წითელ ბარათზე ისაუბრა.

ქართველი მცველი საფინალო სასტვენის გამო მსაჯთან საუბრის გამო გააძევეს.

„როდესაც მსაჯის თამაშს ასრულებს, გასახდელში უნდა წახვიდეთ და ჩუმად იყოთ, რადგან ყოველი ზედმეტი სიტყვა შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, განსაკუთრებით ასეთი დაძაბულობის დროს. სამწუხაროა, რადგან მნიშვნელოვანი ელემენტი დავკარგეთ მომდევნო მატჩისთვის, ლოჩოშვილმა, ვანდენპუტემ და მაიერმა ნამდვილად კარგად ითამაშეს“, - აღნიშნა სტროპამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, „კრემონეზე“ კი, სამი ტურის შემდეგ 3 ქულით მე-15 ადგილზეა.

0.13472