„ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვიქტორ ოსიმენი უნდა გაყიდოს.
ნიგერიელს მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო ბევრი მსურველი ნამდვილად არ ჰყავს. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ გააქტიურდა და მზადაა „ნაპოლის“ დაახლოებით 70 მილიონი ევრო შესთავაზოს. გარდა ამისა, საქმეშია „ალ-აჰლიც“, მაგრამ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა ურჩევნია.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში უფრო მეტი დეტალი გაირკვევა. ოსიმენს ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ არ უთამაშია, განაცხადშიც არ ყოფილა და გუნდის დატოვების მოლოდინშია.
ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ 2020 წლიდან დღემდე 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი, „ვოლფსბურგში“, „შარლერუასა“ და „ლილში“ თამაშობდა.