ფეხბურთი

13:10 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" გამოცდილი იტალიელი მცველით გაძლიერდა

„უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, გამოცდილი ცენტრალური მცველი ანჯელო ოგბონა დაიმატა.

36 წლის იტალიელი თავისუფალი აგენტი იყო და „უოტფორდთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ანჯელო ოგბონა 2015-2024 წლებში „ვესტ ჰემში“ თამაშობდა, სადაც 249 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანამდე კი, ტურინულ კლუბებში, „ტორინოსა“ (163 შეხვედრა, 1 გოლი) და „იუვენტუსში“ ირჯებოდა (55 მატჩი).

ოგბონას 2011-2016 წლებში იტალიის ნაკრებში 13 თამაში აქვს ჩატარებული.

0.126949