ფეხბურთი

1:48 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმოს სადებიუტო გოლით "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

ჰანსი ფლიკის „ბარსელონას“ ლა ლიგაში შესანიშნავი სტარტი აქვს - 3 მატჩი, 3 მოგება. „ბლაუგრანამ“ მესამე ტურში სტუმრად „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, მეცხრე წუთზე უნაი ლოპესის გოლით დაწინაურდნენ და მე-60 წუთამდე იგებდნენ კიდეც, მაგრამ კატალონიელებმა თამაში შეატრიალეს. ჯერ ანგარიში პედრიმ გაათანაბრა, ხოლო 82-ე წუთზე დებიუტანტმა დანი ოლმომ „ბარსას“ გამარჯვება მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში სამივე თამაში ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 2:1, თუმცა, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილში უდანაკარგოა და 9 ქულით ლიდერია. ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

0.110866