ვიტალი დარასელის თასზე „დინამო თბილისი“ ნახევარფინალში ტურინის „იუვენტუსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ნიკოლოზ ჩიქოვანის გოლით „დინამომ“ 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში „იუვემ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა.
დუბლი შეასრულა ლორენცო კანჩილამ და ტურინელები 2:1 დაწინაურდნენ. შეხვედრის მიწურულს მათე შათირიშვილმა აღადგინა წონასწორობა - 2:2. პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „იუვენტუსმა“ უკეთ შეასრულა და 4:2 მოიგო.
დარასელიას თასის ფინალში 28 აგვისტოს, „იუვენტუსი“ „ვალენსიას“ შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის „დინამო თბილისი“ „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.