„მანჩესტერ სიტის“ მცველი ჟოაუ კანსელუ „ალ-ჰილალში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
საუდელებმა „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის პორტუგალიელ მცველში 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. კანსელუმ „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ხელფასის სახით სეზონში 15 მილიონ ევროს მიიღებს.
ჟოაუ კანსელუს „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.