ფეხბურთი

16:32 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "კლუბისთვის აუცილებელი იყო მამარდაშვილის გაყიდვა, მაგრამ ჩვენთან რომ რჩება, კარგია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, კლუბისთვის აუცილებელი იყო ეკონომიკურად ამ ოპერაციის გაკეთება და მოხარულია, რომ ამასთან ერთად, გიორგი ერთი სეზონი მის განკარგულებაში იქნება.

„ტრანსფერი ძალიან მოწინავე ეტაპზეა და შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. ჩვენთვის ყველაზე კარგი ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება. კლუბი დიდ გაყიდვას აკეთებს, რაც აუცილებელია კლუბის ბიუჯეტისთვის. სპორტული თვალსაზრისით, მამარდაშვილი წელსაც ჩვენთან იქნება და გააგრძელებს კონკურენციას სტოლესა და ხაუმესთან, რაც საჭიროა“, - აღნიშნა ბარახამ.

მამარდაშვილი „ლივერპულთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ სეზონს იჯარით „ვალენსიაში“ დაასრულებს. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.

0.137512