ჭიდაობა

15:24 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე პეტრიაშვილი: "ზეწოლას არ ვგრძნობ, კარგია, როცა ამბობენ, რომ გენოს ძმა ვარ"

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე კონსტანტინე პეტრიაშვილზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გენოს შემდეგ ჭიდაობას კიდევ ერთი პეტრიაშვილი ჰყავს.

„ახალი პეტრიაშვილი ხალიჩაზე. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

უმცროსმა პეტრიაშვილმა გენოს იდენტური, განსაკუთრებული ჭიდაობა აჩვენა 92 კგ წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში და პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გასულ წელს მან 80 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ 92 კგ წონაში შედეგი გააუმჯობესა. მანამდე მოიგო 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ივლისში. პეტრიაშვილი მომავალ კვირაში ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ფინალში პეტრიაშვილი როდიონ სანაკოევს დაუპირისპირდა და მეტოქეს მუდმივად ფეხში უტევდა. როდესაც სანაკოევი შეტევას იწყებდა, პეტრიაშვილი კარგად იცავდა თავს და ორი ქულაც აიღო. შესვენებაზე 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი, 8:0 მოიგო.

„მე ვარ კონსტანტინე, 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი. შარშან ბრინჯაოს მედალი მოვიგე. ფინალი ძალიან რთული იყო, ცოტათი დავიღალე. ჩემი ძმა ჭიდაობაში საუკეთესოა და მეფეა, თუმცა, არანაირი ზეწოლა არ მაქვს. კარგია, როცა მეუბნებიან, რომ გენოს ძმა ვარ“, - თქვა კონსტანტინემ ფინალის მოგების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს - პეტრიაშვილის ოქროს გარდა, ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ.) ვერცხლს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117286